“კარდაკარის” ჩატარებას უზრუნველყოფენ პარტიის რეგისტრირებული მხარდამჭერები, რომლებიც მოსახლეობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროგრამას – “მეტი სარგებელი ხალხს!” გააცნობენ და ასევე, ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს აღრიცხავენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
ეს “კარდაკარის” უკვე მეოთხე “ვერსიაა”, რადგან აქამდე ამომრჩევლის აღწერა ჩაატარა სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ ეწ, კაციტაძის კომისიამ, “ქართულმა ოცნებამ” და “ამომრჩეველთა ლიგამ.”
ნაციონალური მოძრაობის “კარდაკარის” მონაწილეები სპეციალური მაინდენტიფიცირებელი ნიშნებით არიან აღჭურვილნი.