ჩვენ მოვახერხეთ რამდენიმე ფოტო და ვიდეოკადრების გადაღება, მაგრამ ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ძალოვნებს, რომლებმაც მასალები წაგვიშალეს. მათ ტელეფონებიც კი შეწგვიმოწმეს. აღსანიშნავია, რომ ძალოვნებმა ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდა მანქანაში ხმაურით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. თუ რატომ დასჭირდათ მათ ამ ახალგაზრდის იქედან მოცილება, ჯერჯერობით, ვერ გავარკვიეთ.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთში ჩამოსვლამდე სააკაშვილმა გურიაში მშენებარე ასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა.