_ პირველად, 40 წელს გადაცილებული მამაკაცი სამართალდამცავებმა რესტორან “ქალაქურში” არ შეუშვეს. მეორე ინციდენტი კი, სამედიცინო ცენტრ “მედალფას” ეზოსთან მოხდა _ ოზურგეთელმა პოლიციელებმა, დაახლოებით, 30 წლის მამაკაცი აიყვანეს მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
“გურია ნიუსმა” მოიპოვა ინფორმაცია, რომ ეს ახალგაზრდა სამედიცინო ცენტრიდან ოზურგეთის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცავები კარგა ხანს მსჯელობდნენ, თუ რომელ კამერაში შეეყვანათ ის.
“გურია ნიუსი” ამ ფაქტის შესახებ მოკვლევას განაგრძობს.