ოზურგეთში კენჭს საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი იყრის, ლანჩხუთში _ გამგებელი გია გოგუაძე, ჩოხატაურში კი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ჯინჭარაძე.
როგორც ამბობენ ჩოხატაურში კანდიდატი პრაიმერის შედეგებით არ გამოვლენილა. ჩვენი წყაროს თქმით, ჩოხატაურელების უმრავლესობას, გამოკითხვის თანახმად, კანდიდატად, ყოფილი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე სურდათ, თუმცა არ დაასახელეს. რატომ ჩაუშვეს პრაიმერში ჩიგოგიძე და რატომ არ მიანდეს მას არჩევნების მოგება უცნობია. მმართველი გუნდი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარს არც ჩიგოგიძე აკეთებს და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
სანდო წყაროები კი ამბობენ, რომ ჩიგოგიძის კანდიდატად დასახელებას ხელი რამდენიმე მაღალჩინოსანმა შეუშალა, რომლებსაც ამ უკანასკნელის მიმართ პირადი დამოკიდებულება აქვს.