აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” ლანჩხუთის ოფისის თანამშრომლების საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია სათაო ოფისმა “გურია ნიუსის” საშუალებით შეიტყო.
რომან ბიწაძე დღეს ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ამ ფაქტს აუცილებლად შეატყობინებდა სათაო ოფისს. ახლახან “გურია ნიუსი” ბიწაძეს დაუკავშირდა. მის კომენტარს სიტყვასიტყვით გთავაზობთ: _ დღეს, ზესტაფონში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრის დაკრძალვაზე ჩამოსული იყო სათაო ოფისის წარმომადგენელი თინა აბულაშვილი, რომელსაც გადავეცი ეს ინფორმაცია. მან გარკვეული მიმართულებაც მოგვცა სამომავლოდ. სწორედ მას უნდა მიეტანა ცენტრალურ ოფისში ინფორმაცია დღეს ლანჩხუთში მომხდარი ფაქტის შესახებ.