“მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია – “Amnesty International”-მა მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ყურადღება გაამახვილა საქართველოში მდგომარეობის გაუარესებაზე, ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის ვიცე-პრეზიდენტმა ლუისვის ვან დერ ლაანმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, არ შეალიოს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა ხანმოკლე საარჩევნო მოგებას.
“ორგანიზაცია “Amnesty International”-ის ბოლო მოხსენებაში აღნიშნული ფაქტები პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის თაობაზე, სრულიად დაუშვებელია, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირთან ახლო თანამშრომლობისკენ ისწრაფვის. საქართველოს, როგორც ევრო-საბჭოს ქვეყნის ხელისუფლებამ, ყველაფერი უნდა იღონოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ოპოზიციაზე განხორციელებული მუდმივი ძალადობის ფაქტები,” — განაცხადა ლუისვის ვან დერ ლაანმა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა.