ამის გამო, მაღაზიები ვერ რთავენ მაცივრებს და შესაბამისად, ბევრი სახის პროდუქცია უფუჭდებათ. პრობლემები ექმნებათ ოფისებსაც და მათ შორის “გურია ნიუსს”, სადაც დენის ცვალებადობის გამო, კომპიუტერული ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა.
“ენერგო პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის სერვისცენტრში ამ საკითხზე კომენტარს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს მათი ბრალი არ არის. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურმა, შპს საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში გადაგვამისამართა, იქიდან კი _ ისევ “ენერგო პრო ჯორჯიაში”. ამ ჯადოსნურ წრეზე სიარულს მთელი ერთი კვირა დასჭირდა და მხოლოდ იმის დადგენა შევძელით, რომ მსგავსი პრობლემა მარტო გურიაში არ არის:_ ეს პრობლემა დასავლეთ საქართველოშია. ცოტა ხნის წინ დაზიანება მოხდა, მთელი საქართველო გაითიშა და მას შემდეგ ძაბვა დაბალია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ავთო დვალიშვილმა, რომელსაც არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც დენის ცვალებადობის გამო მიადგა მოქალაქეებს და ორგანიზაციებს.
დვალიშვილის თქმით, პრობლემა სისტემაშია, თუმცა, სახელმწიფო ენერგოსისტემის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯერენაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ სისტემიდან დენი ყველას ერთნაირი სიმძლავრით მიეწოდება.