წყაროს ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ბახვის ჰესის მშენებლობას მოინახულებს, რის შემდეგ ის ბახვის ცენტრში მოსახლეობას შეხვდება.
_ ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი ჩემთვის და ასე ვართ ინფორმირებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იგეგმება ადგილობრივ მოსახლეობასთან, _ გვითხრა ერთ-ერთმა ბახველმა.
ამ წუთებში ოზურგეთში სამართალდამცავების მობილიზება შეიმჩნევა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის შესახევდრად ოზურგეთელი საჯარო მოხელეებიც ემზადებიან.