_ ქალბატონო ირმა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტს დღეს ოზურგეთში ელოდებიან.
_დიახ, ელოდებიან. ჩვეულებრივად მოსახლეობას ხვდება, როგორც მიმდინარე კვირას ჰქონდა შეხვედრა სამეგრელოში და იმერეთში, მსგავსი შეხვედრა შედგება.
_ რომელ საათზე იგეგმება ეს შეხვედრა?
_ საათი ზუსტად არ არის დაზუსტებული, ჩვენ მხოლოდ ჩვენი კამერით ვიღებთ. სატელევიზო შეხვედრები არ არის.
_ ანუ მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან?
_ არა, ეს არის პრეზიდენტის საარჩევნო შეხვედრები, რომელსაც არცერთი ტელეკომპანიის და არც სხვა მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ვიღებთ ჩვენი კამერით. თუ გავავრცელებთ, თქვენც აუცილებლად მოგაწვდით. _ გვითხრა ირმა ნადირაშვილმა.
ამ 10 დღეში, გურიაში ეს უკვე მეორე ჩამოსვლაა ქვეყნის პირველი პირის, რომელიც მედიისთვის დახურულია.წინა შეხვედრა “გურია ნიუსისთვის” ფოტოების წაშლით და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით დასრულდა. პრეზიდენტის პმორიგი ვიზიტის თემა კი მეტად საინტერესოა _ საარჩევნო შეხვედრა მედიის გარეშე ამომრჩეველთან.