სოფლის ცენტრში ბახვის მცხოვრებლებიც იყვნენ.
_ მე როდესაც გავხდი პრეზიდენტი, იმ დროიდან საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა ზუსტად 100-ჯერ. პირველი სექტემბრის მდგომარეობით ყველა თქვენგანი იქნება დაზღვეული.
ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიან ვაუჩერს, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომუნალური გადასახდელების გადასახდელად, ბავშვების წიგნების ყიდვისას, სოფლის მეურნეობის ტექნიკის საქირაოდ. ერთი სიტყვით ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
აქ მე არ მეგულება ოჯახი, რომელსაც არ სჭირდება ვაუჩერი, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა.