(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ახალშეკრებილმა ლანჩხუთის “გურიამ” პირველი საკონტროლო შეხვედრა ურეკში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან გამართა. შეხვედრა კობა ჟორჟიკაშვილის ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1:0. ჩვენებურთა შემადგენლობაში პირველად იასპარეზა გიორგი კვიტაიშვილმა. სამწუხაროდ, ახალწვეულმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. “გურიას” გიგა კვერენჩხილაძეც უნდა დაემატებინა, თუმცა, ფორვარდით უმაღლესლიგელი “კოლხეთი” დაინტერესდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved