მისივე თქმით, ეს ადამიანები თავიანთი შეხედულებისა და “ქართული ოცნების” აქციაზე წასვლის გამო გაწირეს. მან სხდომის დასაწყისშივე თხოვა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადების გაკეთება სურდა. თუმცა, საკმაოდ ხანმოკლე სხდომის დასრულებისთანავე, თავმჯდომარე გვერდითი კარიდან სწრაფად გავიდა. ნაცვალაძემ, ლამის მისდია, _ სად მიდიხართ, მომისმინეთო, თუმცა მისგან ზრდილობადაწუნებული თავმჯდომარე უკან არ შემობრუნდა. ქალბატონმა ლელამ ხმის კიდევ უფრო აწევით დეპუტატებს აუწყა, ახლახან 20 ადამიანი გაათავისუფლეს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებიდან და ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება. მე მომაწოდეს ასეთი ინფორმაცია, ხომ ხედავთ, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მოხდა ეს და ამიტომ გარბისო.
“გურია ნიუსს” ნაცვალაძემ განუცხადა, რომ ისინი მამეიშვილის მითითებით გაათავისუფლეს. კითხვაზე, _ საიდან იცოდა ყოველივე, მან თქვა, რომ ეს ამბავი პირადად მას შეატყობინეს.
_ მე მაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ 20 ადამიანს, ვინც საბავშვო ბაღში მუშაობს, შინ წერილობით აცნობეს გათავისუფლების შესახებ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მე ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განვაცხადე, ამ ადამიანების მიმართ, ჯერჯერობით შეაჩერეს ეს გადაწყვეტილება.
ჩვენ დავუკავშირდით სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელს ქალბატონ მაკა ჭყონიას.
_ ეს ინფორმაცია მთლად ზუსტი არ არის. ოთხი თუ ხუთი ადამიანია სულ გათავისუფლებული და ესეც შრომითი ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ მოხდა, _ გვითხრა მან.