(გურიაა ნიუსი, ოზურგეთი) _ 25 იანვარს, საღამოს 9 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის ტერიტორიაზე, სადაც ეკალ-ბარდიანი, გვიმრით დაფარული და ჩაის გაველურებული ფართობებია, ზოგიერთების დაუდევრობითა თუ წინასწარი გადაწყვეტილებით, ხანძარი გაჩნდა, რომელიც თანდათან დიდ მანძილზე გავრცელდა. მართალია, ამას ავი განზრახვით არავინ სჩადის _ მოსახლეობა, კუთვნილი ფართობების გაწმენდის მიზნით, წვავს გავერანებულ მასივებს, მაგრამ მერე უმეთვალყურეოდ ტოვებენ და მძიმე შედეგიც არ აყოვნებს.
ქაქუთში სახანძრო დახმარების მანქანაც გამოიძახეს და ხანძარიც ჩააქრეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა.