“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად სამეგრელო ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეს ერეკლე ჯაფარიძეს დაუკავშირდა: “სვანეთში სრული სიმშვიდეა. რამდენიმე დღის წინა ახალი გამგებელი დაინიშნა ილია ჯაფარიძე. საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები?! არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა. სვანეთში სიმშვიდეა,” _ განაცხადა ჯაფარიძემ.
“გურია ნიუსი” სვანეთში კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისის ხელმძღვანელს გოჩა ხორგუანსაც დაუკავშირდა და სპეცოპერაციის შესახებ ჰკითხა: “მე ასეთი ინფორმაცია პირველად მესმის თქვენგან. სვანეთში სიმშვიდეა, მაგრამ მაინც გადავამოწმებ ამ ინფორმაციას. იქნებ რამდენიმე წუთში დამირეკოთ”, _ განაცხადა ხორგუანმა.
“გურია ნიუსი” მესტიაში “ქართული ოცნების” ოფისს მოგვიანებით დაუკავშირდა. “მე ყველგან გადავრეკე, სადაც ხელი მიმიწვდებოდა. არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა. ყველაფერი კარგად არის. სრული სიმშვიდეა,” _ განაცხადა ხორგუანმა.