(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც ჩვენთან საუბარში “ქართული პარტიის” აქტივისტმა, ეკა ალექსაიამ თქვა, უახლოეს დღეებში, ლანჩხუთში პარტიის ოფისი გაიხსნება: _ ეს არ იქნება დაფუძნება. საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდება და მოხდება ოფისის გახსნა, დაფუძნება კი ცოტა ხანში გახორციელდება, _ თქვა ოპოზიციონერმა.
“ქართულმა პარტიამ” ლანჩხუთში პირველი სკოლის გვერდით მდებარე მრავალსართულიანი ბინის პირველ სართულზე დაიდო ბინა, სადაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას “ეროვნული საბჭოს” ოფისი მდებარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ალექსაია “დაიცავი საქართველოს” ლანჩხუთის ოფისს ხელმძღვანელობდა, ადგილობრივ არჩევნებზე კი “ეროვნულ საბჭოს” ეხმარებოდა, რის შემდეგაც აგიტატორებისთვის ფულის გადაუხდელობის გამო “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერს, ზურაბ ნოღაიდელს და მის ადგილობრივ წარმომადგენელს, ლელა ჩახვაძეს ღიად დაუპირისპირდა.