“ჩემი ძმის გარდაცვალების შესახებ დაახლოებით 2 საათის წინ გავიგე. ის მარტში დააკავეს, სწორედ იმ პერიოდში, რაც მე “ქართულ ოცნებასთან” დავიწყე თანამშრომლობა. ჩემი ძმა დაიჭირეს და მას ნახმარი შპრიცი ჩაუგდეს, შემდეგ 260-2 მუხლის მე-2 ნაწილით გაასამართლეს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ის დაიბარეს და რამდენჯერმე გააფრთხილეს,” _ განაცხადა გლდანის #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ძმამ გიორგი ელიბეგოვმა.
რამდენიმე წუთის წინ “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა.
კობახიძე ამბობს, რომ ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ამ ამბავს უმალავდნენ, რადგან მისი საკრედიტო ბარათიდან 5 დღის განმავლობაში თანხა არ მოჭრილა.
“გურია ნიუსი” უკვე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს ინფორმაციის გასარკვევად და დამატებით მასალას მალე შემოგთავაზებთ.