ეს განცხადება, ამ წუთებში, “ქართული ოცნების” ოფისში მაია ფანჯიკიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
ფანჯიკიძის თქმით, ბეთქილ შუკვანმა ქართული დელეგაციის წევრებთან განაცხადა, რომ გამარჯვებას მიუძღვნიდა “ქართულ ოცნებას.” ამის გამო, მინისტრმა ვარძელაშვილმა და გია უდესიანმა, რომელიც ამ ოლომპიადაზე გაურკვეველი მიზეზების გამო ხალხმრავალი შემადგენლობით გაფრინდა, გამოხატეს აგრესია შუკვანის მიმართ, უცენზური სიტყვებით მიმართეს და უთხრეს, თავი შეეკავებინა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათიების გამოხატვისგან.
აღსანიშნავია, რომ თვითონ სპორტსმენის განცხადებით, 22 ივლისს, ლონდონში გაფრენამდე, მან ფოტო გადაიღო ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელიც გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და უდესიანის აგრესა ამითაც იყო გამოწვეული.
შუკვანის თქმით, შეჯიბრის წინ, მასზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, ლანძღეს და აგინეს. ამის მიუხედავად, სპორტსმენმა მოიგო ორი შეხვედრა. მას დაზიანებული ჰქონდა ხელი და დაეწყო სისხლდენა. მიუხედავად ამისა, მსაჯმა არ გააჩერა შეჯიბრი, რის შემდეგაც სპორტსმენი დამარცხდა.
შუკვანმა ჩათვალა, რომ მსაჯი მიკერძოებული იყო და მიმართა ვარძელაშვილს რეაგირებისთვის, მაგრამ ის პასუხის ღირსადაც არ ჩააგდეს.
საღამოს ის იმყოფებოდა სასტუმროში, როდესაც აცნობეს, რომ უდესიანი ელოდებოდა 10 კაცთან ერთად.
_ ვიცოდი რა მისი წარსული გამოცდილება, გადმოვხტი ფანჯრიდან და ლონდონში მივაკითხე ახლობელს, რომელიც იქ ცხოვრობს. მისი დახმარებით დავბრუნდი საქართველოში, _ განაცხადა შუკვანმა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ქართულ დელეგაციას ეს ადამიანი არც მოუკითხავს.
შუკვანი ამბობს, რომ მისი არცერთი შეჯიბრი არ გადაიცა ტელევიზიით. ახლობლებმა უთხრეს, რომ სწორედ მისი გამოსვლის წინ წყდებოდა ტრანსლირება.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხელისუფლება სპორტსმენებს ყოფს საკუთარ და ბიძინა ივანიშვილის სპორტსმენებად, რაც ცხადყოფს, რომ მას არც სპორტი, არც მედალი და არც საქართველოს სახელი აინტერესებს.
“ქართული ოცნება” მზადაა, შუკვანს გამოუყოს ადვოკტი, რომელიც იურიდიულ დახმარებას გაუწევს იმ საკითხში, რამდენად სწორად იმსაჯა მსაჯმა, რაც წესით საქართველოს დელეგაციას უნდა გაეკეთებია.