https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვითარება გადასასვლელ ხიდზე: სადგურის მოედნის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

    “ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ ხალხმა არ იფიქროს თუ ვის ეკისრება არსებულ, რეალურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა”

    წამლების ფასი გამუდმებით იზრდება: „ციტრამონს რომ ასე გამიძვირებს და ვალოკორდინს … არ დავწყევლო?“

    სილამაზე ზღვის დონიდან 2100 მეტრზე – ეს ქვეყანა ჩვენია

    შსს: მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “ძალიან მამაცი მებრძოლი იყო“ _ ვიდეორეპორტაჟი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დაკრძალვიდან

    ოპერაცია „ვივალდი“: როგორ შეცვალა უკრაინამ ბრძოლა ლიმანის მიმართულებით ?!

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “გურიის რესპუბლიკა არც ლეგენდაა და არც გამოგონილი ამბავი” _ ირაკლი მახარაძე

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

  • ფეისბუქსტატუსები

    „ივანიშვილმა სააკაშვილის მხარდაჭერა 7 ნოემბრის შემდეგაც გააგრძელა“ _ მერაბ მეტრეველი

    „დიდ გაჭირვებაშიც არ კარგავენ იუმორს“ – ლევან ცუცქირიძე გურულებზე

    მერაბ დვალიშვილი: მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა კვლავ ოქტაგონზე დავბრუნდები

    „გოჩა ჯანაშია, ეს საუნჯე კაცი რეიზა წაგვართვით?“ – ნუგზარ ჩხიკვაძე

    ,,მოკლედ ასე, ჩვენები, “ქართული ოცნების” ნამდვილები, ვიკრიბებით თვის ბოლოს” – ნინო ჯღარკავა

    თამთა მიქელაძე: რასაც შალვა პაპუაშვილი კანონიერად აცხადებდა, ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა და მიწასთან გაასწორა

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ჩატარდება თუ არა უკრაინაში ონლაინ არჩევნები _ ზელენსკის ახალი განცხადება

    დრონებით იერიში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე _ ახალი ცნობები უკრაინიდან

    “არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი” – სანიოლი

    დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ის სენატში უმრავლესობა მოიპოვა

    RSF-ის 2026 წლის „პრესის მტრების“ სიაში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ოქტომბერში დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა 54 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფერისცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე

4:08; 6.08.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

16 დღეში, საქართველოს პრეზიდენტმა სასტუმრო, ამფითეატრი, ამბულატორია, კაფე-ბარი და მოედანი უნდა ჩაიბაროს.

ყოველ შემთხვევაში, ასეთია პრეზიდენტის ნება და დაპირება. თუმცა, ერთ-ერთი დაპირების თანახმად, წლევანდელ სეზონზე ამოსულ დამსვენებელს, განახლებული კურორტი უნდა დახვედროდა. მოგვიანებით, სეზონის დასაწყისი, სეზონის დასასრულად გადაკეთდა. რეაბილიტირებული ბახმარო საზოგადოებამ 19 აგვისტოს _ ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა ნახოს.

მუშების ნაწილი ეჭვობს, რომ სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის მოხერხდება, ნაწილს კი ამის იმედი აქვს. ამბობენ, რომ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და კითხვაზე _ რომ ვერ მოასწროთ? _ პასუხის გაცემისაც კი ეშინიათ.

ამ ეტაპზე საბოლოო სახე არც ერთ ობიექტს არ აქვს _ თუ არ ჩავთვლით კომუნისტების დროს აშენებულ სასტუმროს, რომლის გარედან მოპირკეთება ხდება. მშენებლები ამბობენ, რომ 19 აგვისტომდე კანალიზაციასაც გააკეთებენ, აბაზანასაც და სასტუმრო ნომრებსაც, თუმცა იმ მდგომარეობით, რომელიც ამ ეტაპზეა, ეს რთული დასაჯერებელია.

როგორც გავიგეთ, ხელისუფლებას ერთი სიურპრიზი უკვე აქვს მომზადებული _ ახალი სასტუმრო ხალიჩებით იქნება მოფენილი. ჩვენი ინფორმაციით, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ იატაკის დაგებას ვერ ახერხებენ და ამის ნოხებით დამალვას ცდილობენ.

როგორც გვითხრეს, გასულ კვირას, მშენებარე ობიექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, დასაქმების მინისტრთან პაატა ტრაპაიძესთან ერთად მოინახულა. მინისტრები მშენებლობის ტემპით კმაყოფილი დარჩენილან.

_ მედლებზე იფიქრეთ, მედლებზე, _ უთქვამთ მინისტრებს და ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების დაჯილდოების ფაქტიც გაუხსენებიათ.

მუშებიც ფიქრობენ. მედლებზე თუ სხვა რამეზე არ აკონკრეტებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი 19 აგვისტოს აუცილებლად მზად უნდა იყოს. თუმცა, როგორ, დაზუსტებით არ იციან.

_ იმედია, მოვასწრებთ, თუ არა და ღმერთის იმედს დავიტოვებთ. ისეთი გაფრთხილება გვაქვს, რომ… _ გვეუბნება ერთ-ერთი მუშა, რომელსაც საუბრის დასრულებას ზედამხედველი არ აცლის და სამუშაოს გაგრძელებისკენ მიუთითებს.

_ ნეტავ, მაცოდინა ვის ეპრანჭებიან?! აფთიაქი და კაფე-ბარი 19-ში ვის რა ჯანდაბად უნდა?! _ სიბრაზეს ვერ ფარავს ხარაჩოზე ასული მუშა, რომელსაც, როგორც ჩანს, დასვენების საშუალებას არ აძლევენ.

_ შენ ეგა თქვი, კაცო! ყველამ იცის რომ მაგ დროს სეზონი მთავრდება. ეჰ, რას დავეძებთ, ერთი იყოს სამუშაო და… _ მხარს უბამს მეორე მუშა.

_ გამაგიჟებთ თქვენ, მუშაობაცაა და მუშაობა, _ შეეპასუხა მესამე, რომელიც კილოს მიხედვით გურული ნამდვილად არ იყო, _ გაგვწყვიტეს წელში. რასაც აქ ავიღებთ, წამალში არ გვეყოფა. ისიც თუ ავიღეთ. თუ ვერ მოვასწარით, ჩემ ფეხებს ავიღებთ, _ აშკარად ბრაზი ერევა მუშაობისგან დაღლილს…

მუშები საუბრის დროს ადვილად იხსნებიან, თუმცა, როცა იგებენ, რომ ჟურნალისტები ვართ, დუმდებიან…

_ არ გვინდა, სად გვაქვს მაგის თავი, _ თითქოს დაზეპირებულ ტექსტს გვპასუხობს ყველა.

ჩვენი მომეტებული ინტერესის დაკმაყოფილებას ერთი ადამიანი შეეცადა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა, მშენებლობის უფროსად გაგვეცნო. ინკოგნიტო რესპონდენტმა გვითხრა, რომ ყველა დეტალში ხარისხი გარანტირებულია, ჩვენი ჩაკითხვები _ გაუძლებს თუ არა ორ თვეში აშენებული შენობები ბახმაროს ზამთარს და მინიმუმ 5 მეტრი სიმაღლის თოვლს, მისი თქმით. უსაფუძვლოა. იგი აღნიშნავს, რომ ეს ადგილი 19 აგვისტოს, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება: _ ნამდვილად იცვლის ფერს, _ დამარცვლით ამბობს ამ სიტყვებს.

კითხვაზე, რატომ მიმდინარეობს გამალებით მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი სახლების ფასადების შეღებვა და ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს, პასუხს არ გვცემს და მხოლოდ ამ შეკითხვის შემდეგ ინტერესდება ჩვენი მედიასაშუალებით.

_ ააა, “გურია ნიუსი”? აბა, თქვენ სხვა რა დაგაინტერესებთ? _ ამ სიტყვებით გვტოვებს და საუბრის გაგრძელების სურვილს აღარ გამოთქვამს. საუბარს არც მუშებს ანებებს და ამბობს, რომ “სალაზღანდარო” დრო არავის აქვს, არადა, რამდენიმე მუშას ლაპარაკის სურვილს ვატყობთ…

ოფიციალურ კომენტარზე არც ის მუშები გვთანხმდებიან, რომლებიც მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახლებს ღებავენ. პირად საუბრებში კი აღნიშნავენ, რომ სახლების მეპატრონეებს შესაბამისი დავალებები ხელისუფლებამ მისცა.

ამ თემაზე საუბარი არავის არ სურს. მით უმეტეს იქ, სადაც მშენებლობებია, რადგან ამ ადგილს, ელიტარულ უბანს ეძახიან. სწორედ აქ დგას ფეშენებლური კოტეჯები, აქ ისვენებენ მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები და სწორედ ამ ადგილას ქირაობენ სახლებს 2 000, 3 000 და 4 000 დოლარადაც კი.

ამ პატარა ადგილს მიღმა კი ბახმაროს დღევანდელობა თვალშისაცემია: არცთუ მოშორებით, მდინარის ნაპირი ნაგვითაა სავსე. სხვათაშორის, ეს ადგილი გასულ სეზონზეც ანალოგიურად გამოიყურებოდა. არადა, დასუფთავების სამსახურის ბახმაროში მივლინებაზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან.

დღევანდელი ბახმაროს რეალობაა ავარიული სახლებიც, რომლებსაც მოსახლეობა, უსახსრობის გამო, ვერ ამაგრებს. რამდენიმე ადგილას, გამხმარი ნაძვი, სადაცაა წაიქცევა და სახლებს დაანგრევს.

მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა და ხშირად გამორთული შუქი ბახმაროს დამსვენებლებს დიდი ხანია თავის ტკივილად ექცა. ისინი საყვედურებს არ მალავენ და ამბობენ, რომ “ენერგო პრო ჯორჯიამ”, უთოფოდ “დააყაჩაღა”:

_ თითო ოჯახიდან 50 ლარი აიღეს. ბანკში შეგვატანინეს ფული. კომუნალური მრიცხველი დგას ბახმაროში და ასე უნდა გადაიხადოთო. ფეშენებლურ კოტეჯებში, სადაც მაცივარი, სარეცხი მანქანა, ცხელი წყალი და სხვა საშუალებები აქვთ, შეიძლება მართლაც დახარჯონ 50 ლარის დენი, მაგრამ პატარა ოთახში, სადაც საწოლიც გვიდგას, მაგიდაც, სამზარეულოც აქ გვაქვს მოწყობილი და მხოლოდ ერთი ნათურა გვინთია, 50 ლარის დენი როგორ უნდა დავხარჯოთ? _ გვეუბნებიან ჩოხატაურის ქუჩაზე მისულებს.

ანალოგიური პრობლემა აქვთ ბუკნარის, ვაკიჯვრის, სატყეოს, ინგოროყვას ქუჩების დამსვენებლებს. ისინი ამ უსამართლობაზე ხმამაღლა საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ “ენერგო პრო ჯოჯიას” ხელს ადგილობრივი ხელისუფლება უწყობს. დასძენენ იმასაც, რომ 50-ლარიანი დენი, უმეტეს შემთხვევაში გამორთულია და ამ პრობლემის მოგვარებით თავს არავინ იწუხებს.

სრულად გამართული არც წყალმომარაგების სისტემაა. არადა, ამაზე გასულ წელს 55 ათასი ლარი დაიხარჯა და როგორც გავიგეთ, სოლიდური თანხა წელსაც გამოიყო. წელს სამუშაოები ინდმეწარმე ჟორა თავაძემ შეასრულა, რომელიც ჩოხატაურის პროკურორის, დავით შვანგირაძის სიმამრია. მანვე მოაწყო სათამაშო სკვერი სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ სამუშაოების შესრულებაში თავაძემ 65 000 ლარი აიღო, თუმცა, დეტალების დაკონკრეტება ვერ მოვახერხეთ _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეონა ჩიგოგიძემ, აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისთვის წერილობითი განცხადება მოითხოვა, რომლის პასუხს, როგორც წესი, ათი დღე აგვიანდება. ამასთან, თუ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებთ, საჯარო ინფორმაცია არასრულყოფილად მოგვივა და ისიც ვადა გადაცილებით.

უნდა ითქვას ისიც, რომ გაკეთებულ სკვერში ახალი არაფერია, თუ არ ჩავთვლით სკამების და ღობის შეღებვას… ბახმაროსთვის ახალია ბატუტი _ ბატუტზე როგორც პატარები, ასევე მოზრდილები კარგად ერთობიან.

სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა კარუსელების მხრივ. ბავშვებისთვის საყვარელი გასართობი, ბახმაროში მხოლოდ ორია _ ორივე არც თუ გამართული და უსაფრთხო.

გვეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეში, სანატორიუმთან მდებარე სკვერში სპეციალური მონიტორი განთავსდება, თუმცა, ესეც _ რამდენიმე დღეში.

წლევანდელ სეზონზე, ბახმაროში, დაპირებული სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, მართალია, არ დგას, თუმცა, როგორც გვითხრეს, ექიმის კონსულტაცია და პირველადი დახმარება უფასოა.

“მედ ალფას” წარმომადგენლის, პოლინა დგებუაძის თქმით, გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პაციენტის პირველადი მომსახურება უფასოა.

როგორც გვითხრეს, გახშირებული ქეიფით და დროსტარებით ბახმაროში მივლინებაში მყოფი პოლიციელები გამოირჩევიან და დამსვენებელს, ხშირ შემთხვევაში ძილსაც უფრთხობენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ბახმაროში ჩვენებური მხოლოდ ორი პოლიციელია. დანარჩენები კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოდან არიან მოვლინებულები.

რამდენიმე დამსვენებელმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ კურორტის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დავით საჯაიას მუშაობით კმაყოფილია. იგივე მოქალაქეები კმაყოფილებას გამოთქვამენ “ლიბერთი ექსპრესის” ავტობუსის კურორტზე ასვლითაც, რომელიც დამსვენებელს კვირაში ერთხელ ემსახურება.

ერთადერთი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე ბახმაროში სრულად მოგვარებულია, კურორტამდე მისასვლელი, საფარგანახლებული პატიაშვილისდროინდელი გზაა.

საქართველოს პრეზიდენტი გურიაში ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმეორებს, რომ კურორტის გრანდიოზულ აღმშენებლობას ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელობს და რომ 19 აგვისტოდან მოყოლებული, ზამთარ-ზაფხულ, “ყველაფერი სულ სხვანაირი იქნება”. წელს ხომ კახეთის, სვანეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის… მსგავსად, გურიის წელია!

ფერისცვალებამდე კი სულ რამდენიმე დღე რჩება!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისთვის არჩევნები 1 კვირით ადრე ჩატარდება

"ნაციონალების" 1000-ლარიანი "კარდაკარი"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ლანჩხუთში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 5 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული

13:30; 9.11.2026
საზოგადოება

ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა _ რა იცვლება?

13:26; 9.11.2026
საზოგადოება

ოზურგეთის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება

10:09; 9.11.2026
საზოგადოება

გურიაში ნაწილობრივ გამოიდარა

9:50; 9.11.2026
სამართალი

ურეკის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

23:15; 8.11.2026
საზოგადოება

რა ხდება ურეკის შემოვლით გზაზე უხვი სეტყვის შემდეგ

22:31; 8.11.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი ბაზიერები საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონები გახდნენ

16:29; 8.11.2026
საზოგადოება

ასკანისა და ნაგომარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

14:26; 8.11.2026
სამართალი

ღარიბაშვილის ადვოკატი ოჯახთან პაემნის აღდგენას ითხოვს _ რას პასუხობს პენიტენციური სამსახური

13:05; 8.11.2026
სპორტი

საქართველომ კანადა 59:14 დაამარცხა _ „ბორჯღალოსნების“ დამაჯერებელი გამარჯვება

11:28; 8.11.2026
ფეისბუქსტატუსები

„ივანიშვილმა სააკაშვილის მხარდაჭერა 7 ნოემბრის შემდეგაც გააგრძელა“ _ მერაბ მეტრეველი

10:44; 8.11.2026
ზაფრანი

„თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა“

9:44; 8.11.2026
ზაფრანი

„როგორ არ ვარგა, შვილო, ძალიან კარგია, მაგრამ…“

9:33; 8.11.2026
ზაფრანი

„დავიბენით და გაუცნობიერებლად მივაძახეთ: „ვა, აშოტასთან მიდიხართ“?!“

9:32; 8.11.2026
ზაფრანი

„ვუყურებ ამ კაცს, თავზე თმა არ აქვს, არადა, თამაშის დაწყებამდე ქოჩორი ჰქონდა“

9:26; 8.11.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ცადამაყვანა – ფოტო ბახმაროდან

21:12; 19.10.2026
0

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ივანიშვილმა სააკაშვილის მხარდაჭერა 7 ნოემბრის შემდეგაც გააგრძელა“ _ მერაბ მეტრეველი

10:44; 8.11.2026
0

„დიდ გაჭირვებაშიც არ კარგავენ იუმორს“ – ლევან ცუცქირიძე გურულებზე

18:09; 31.10.2026

ხსოვნა

ხსოვნა

შუქრი ტუღუშის ხსოვნა

15:41; 3 ოქტომბერი, 2026
ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, „გურია ნიუსზე“ გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენების ან რეპროდუცირების დროს წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა!

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო