“ელიტა ბურჯის” იურისტმა იმედა ნიკურაძემ ბიუროს წარმომადგენლებს, ამავე კომპანიის დირექტორის თენგიზ გვაზავას დანაბარები გადასცა: “სანამდე აღსრულების ეროვნული ბიუროდან ოფიციალური წერილი არ იქნება, თუ დაცვის რამდენი თანამშრომლის შეყვანას ითხოვენ ისინი და ასევე, რა ფორმით მოახდენს ობიექტის დაცვას მათ მიერ მოყვანილი დაცვის თანამშრომლები, მანამდე უარს ვაცხადებთ დაცვის თანამშრომლების ტერიტორიაზე შემოყვანაზე,” _ განაცხადა თენგიზ გვაზავამ.
ამის შემდეგ, აღსრულების ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი გოლეთიანმა, სატელეფონო ზარი განახორციელა ჩვენთვის უცნობ პირთან და განუცხადა, რომ “ელიტა ბურჯის” დირექცია ითხოვს სამართლებრივ საფუძველს და ვადებს.
ამ წუთებში აღსრულების ბიუროს და მათ მიერ მოყვანილი დაცვის თანამშრომლები “ელიტა ბურჯის” და “ბურჯის” ტერიტორიაზე იმყოფებიან და ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსგან, სავარაუდოდ, ოფიციალურ წერილს ელოდებიან, რომელიც მათ დილით 11 საათზე “ელიტა ბურჯში” და “ბურჯში” “სტუმრობის” დროს არ ჰქონდათ.