https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მოხდა ანაკლიაში

12:08; 7.08.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ზუგდიდში საუბრობენ, რომ იგი ზუგდიდის ციხის არაოფიციალური თანამშრომელია და პატიმრების დასასჯელად, საცემრად იყენებენ.

როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ცობეხია საკმაოდ კარგად მღეროდა. მან წყნეთში დევნილების სკოლაში მისულ პრეზიდენტს ერთ-ერთ საღამოზე უმღერა, რითაც საქართველოს პრეზიდენტი აღფრთოვანებული დარჩა. მათ ერთად ფოტოც კი გადაიღეს და ამ ფოტოს აქვე გთავაზობთ.

იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს და რა ვერსიები აქვს ოჯახს გიორგი ფოჩხუას მკვლელობასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსს” გიორგი ფოჩხუას დას, ელენე ფოჩხუას ესაუბრა.

_ ქალბატონო ელენე, ამბობენ, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა…

_ გიორგი შესანიშნავად ცურავდა, არც ნასვამზე და არც ნაბახუსევზე არასდროს შევიდოდა ზღვაში.

მამაჩემმა იცოდა, რომ გიორგი დაიხრჩო. როცა მიცვალებული სახლში მოასვენეს, ნახა, რომ იგი ნაცემი იყო _ სახის არც ერთი კუთხე არ უვარგოდა, ცხვირი ჰქონდა გატეხილი, იყო ნაცემი და ნაწამები. კისრის მალა (ფუძე) მოტეხილი ჰქონდა, სახე _ ჩალურჯებული, კბილები _ მოტეხილი, მიცვალებულის თავი ყანყალებდა.

ისე ოპერატიულად მოხდა ამ საქმის გამოძიება, ჩვენ თვითონ გაგვიკვირდა. ძალიან დიდი მადლობლები ვართ.

_ არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რა ჩვენება მისცა ეჭვმიტანილმა?

_ კონკრეტულად რა დაწერა, არ ვიცი, მაგრამ ამბობს, რომ ცემაში შემოაკვდა. ეს არ არის გამართლება? ბოლომდე არ ვიცი მიზეზი. გვეუბნებიან, რომ ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს. არ ვიცი, რით იმართლებს თავს მკვლელი. შემოკვდომა არ არის _ ადამიანს სხეულის არც ერთი ნაწილი არ აქვს საღი.

_ თქვენ იცით, რა მოხდა ანაკლიაში?

_ საღამოს, მეგობრებთან ერთად გამოვიდნენ ბარიდან, მერე სეირნობდნენ ბულვარში. ცობეხია ამბობს, გიორგიმ თვითონ გამიხმოო… სასტუმროს კამერებზე დაფიქსირებულია ჩანაწერი, სადაც ამბობს _ “ფოჩხუა, ვა, შე ბებერო!” ასე შეიძლება მიმართო ადამიანს, რომელიც შენი ძალიან ახლობელია. გიორგის მიმართვა _ “ბებერო”, გაჰკვირვებია. ვერ მიცანიო, იმას უთქვამს. ვერაო. სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი.

_ ხომ არ იცით, საიდან იცნობდა?

_ ზუგდიდში იყო ბარ-რესტორანი “როიალ-პალასი” რომელმაც სულ ორი თვე იმუშავა. ცობეხია, თურმე, იქ მუშაობდა დაცვაში.

ჩემი რძალი იხსენებს, ერთ-ერთ საღამოზე, რომელიც გიორგის მიჰყავდა, მეც ვახლდიო. ცობეხია, თურმე, კლიენტებს “აწერდა” რაღაცეებს _ დასალევს ან სუფრას. ალბათ, გაბოროტებული იყო, თვითონ რომ ვერ ქეიფობდა. ერთ-ერთმა უარი უთხრა “შეწერაზე” და ძალიან დიდი ჩხუბი ატყდაო. ვინც იცნობს, ყველა ამბობს, რომ ფიზიკურად ძლიერი იყო.

_ რამდენად იყო გიორგი კონფლიქტური?

_ გიორგი იყო უკონფლიქტო, მას არ ჰყავდა მტერი, იგი არ იყო პოლიტიკოსი. იყო ხელოვანი ადამიანი, მუშაობდა თეატრში, მიჰყავდა გაეროს ერთ-ერთი პროექტის გადაცემა.

_ ვრცელდება ხმები, რომ ის დაკვეთით არის მოკლული…

_ ეს სისულელეა. მე ზუსტად ვიცი, რაც მოხდა _ ამან გიორგი გაიხმო _ “ვაა, ფოჩხუა?!” გიორგი იყო ძალიან მიამიტი, უბოროტო, ძალიან კარგი ადამიანი. ჩემი ძმა რომ არის, იმიტომ არ ვამბობ. ენდო იმ ადამიანს. ის ადამიანი არის გარეწარი. იმან ზუსტად იცოდა ვინ იყო, როგორი იყო. ნელა-ნელა გაიტყუა გიორგი. მე რამდენჯერ მქონია შემთხვევა, წავსულვარ დაქალებთან, შემხვედრია ახლობელი… დაქალები იქ ხომ არ დადგებიან?! მერე უკან მომიხედავს და მითქვამს – უი, რამდენი წამოვსულვარ…

ასეთი სიტუაციით მან გაიტყუა სასტუმრო “ანაკლიას” გვერდზე. იქ პატარა ხელოვნური ტბა არის. ბნელი ადგილებია… მე ზუსტად ვიცი, ისინი ბევრნი ყოფილან იმ დღეს… არ ვიცი, როგორც გავრცელდა – ფული არ ჰქონიათ და ნდომებიათ ბარში ჯდომა თუ რაღაც…

გიორგი რომ დიდი ფულის პატრონი არ იყო, ალბათ, ეცოდინებოდათ, მაგრამ გიორგის ჰქონდა საკმაოდ ძვირადღირებული ფოტოაპარატი, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა.

შვილის დაბადებამდე სამი დღით ადრე იყიდა აპარატი. ჩემი შვილი რომ გაჩნდება, არ მინდა ვინმეს ვემათხოვრო ფოტოაპარატი. ზუსტად ვიცი რა დაინტერესებისთვის იყიდა. იყიდა იმისთვის, რომ საკუთარი შვილის ყოველი ნაბიჯი დაეფიქსირებინა. საკუთარ შვილს, როგორც პაპარაცი ისე დაჰყვებოდა… თბილისში რომ ჩამოდიოდა, ჩემს შვილსაც უღებდა სურათებს, დისშვილებს უღებდა სურათებს, უყვარდა ეს ფოტოაპარატი.

_ ფული?

_ გიორგის ფული… ზუსტად ვიცი 10-15 ლარი ედო ჯიბეში. ოჯახის წევრებიდან, მეუღლიდან, დედაჩემიდან ვიცი, რომ გიორგის ფული არ ჰქონდა. არ იყო ის პერიოდი, ხელფასი აღებული რომ გაქვს და ფული გიდევს.

…ალბათ გაიტყუა. გიორგიმ ალბათ ეტყოდა, რომ ფული არ ჰქონდა, მერე წავიდოდა იქ ლაპარაკი – თუ ფული არ გაქვს, მოიხსენი ეს ბეჭედი, ფოტოაპარატიო. რა თქმა უნდა ამას გიორგი არ დათანხმდებოდა. გიორგი ხელს არ დაარტყამდა ადამიანს, მაგრამ შეიძლება ერთი სიტყვით ისეთი რაღაც ეთქვა, გაანადგურებდა.

ის ადამიანი… როდესაც მასზე ვსაუბრობ, მაპატიეთ ამისთვის, მაგრამ ყველა იხსენებს როგორც “ხისთავიანს”. მან ვერ “მოუჯოკრა” გიორგის სიტყვა-პასუხით. მისთვის ადვილი იყო დარტყმა.

_ თქვენ რამე იცით მათ შორის მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით?

_ რომ დაარტყა, გიორგი დაეცა… ჩვენ ასე ვიცით, გიორგიმ უთხრა ეს რა გამიკეთე შენი დედა… თუ შეაგინა. როგორც ვიცით, იქ გიორგი გაითიშა, გონება დაკარგა. პირველად კბილებში ჩაარტყა და მერე გაითიშა. ზუსტად ვიცი ამაზე გამწარდებოდა, კბილებს ისე უვლიდა, არ ვიცი… შემდეგ სახეზე, თვალზე აქვს დარტყმული…

_ ხომ არ იცით, რას ამბობს ეჭვმიტანილი?

_ ახლა იძახის რომ შემოაკვდა. მან კვალის დასაფარად აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა: გახადა ტანსაცმელი, გაძარცვა… ნივთები ყველაფერი ნაპოვნია… ჩვენ გვეუბნებიან, რომ როცა გიორგი იპოვეს, ეცვა მხოლოდ ტრუსი, რომელშიც ქვები ედო იმისთვის, რომ წყალში კარგად ჩაძირულიყო. ესეც ხომ გამიზნულად არის გაკეთებული და არა შემთხვევით?! როდესაც ადამიანს მოკლავ, გაძარცვავ, რამდენიმე კილომეტრზე ათრევ… სახე მთლიანად ატყავებული აქვს, თითები ამოჭმული. წარმოიდგინეთ… არ გინდა ამის მოფიქრება?! ჩემს თვალში ეს ადამიანი ვამპირია. ისეთ ადგილას ჩააგდო, სადაც მდინარე ენგური ზღვას უერთდება. იქ ისეთი ადგილია, შეიძლება გვამი ვერასდროს ვერ იპოვო. კვალის დასაფარად გამიზნულად ჩააგდო. რატომღაც იფიქრა, რომ ვერასდროს ვერავინ ნახავდა…

_ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ამის შესახებ იცოდა ვინმემე?

_ მისულია ტაქსის მძღოლთან, დაცვის პოლიციელთან, რომელიც გაქცევაში დაეხმარა. უთხრა, კაცი მოვკალიო, იმან კი გააქცია აფხაზეთში. როგორც ჩვენ ვიცით, ტაქსის მძღოლი თვითონ მივიდა პოლიციაში და განაცხადა.

_ რამე ხომ არ დაიკარგა გიორგის ნივთებიდან?

_ გიორგის არ უკეთია თავისი ჯვრისწერის ბეჭედი. დარწმუნებული ვარ, ის რომ გადავიდა აფხაზეთში, თეთრი არ ჰქონია, ბიძასთან არის მისული ამ ტაქსისტთან და პოლიციელთან ერთად, 40 ლარი აქვს გამორთმეული ბიძამისისთვის – ტაქსის მძღოლისთვის ხომ უნდა მიეცა ფული?! ბიძამისისთვის უთქვამს, ფული მომეცი, თორემ მოგკლავო. პოლიციელისაც ასე უთხრა – გადამიყვანე, თორემ შენც მოგკლავო. გადაიყვანა და როგორც ჩვენ ვიცით, გიორგის ყველა ნივთი ჩააბარა ამ პოლიციელს.

ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, ეს ბეჭედი წაიღო აფხაზეთში. ალბათ 20 ლარად გაყიდა და მიჰყიდა ვიღაცას.

გიორგიმ სპეციალურად ჯვრისწერისთვის დაამზადებინა ბეჭედი და ზედ აწერია – გიორგი, გიორგის მეუღლის ბეჭედს აწერია _ რუსკა. ძალიან მწყდება გული.

ძალიან მინდა, ჩემი დიდი სურვილია, თუ მართლა ვინმეს მიჰყიდა ეს ბეჭედი, ფულს გადავუხდი და დამიბრუნოს, ვთხოვ! ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია… ასეთი თავზარდამცემი ამბის შემდეგ, ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ეს ბეჭედი დაგვიბრუნდება. პირადად მე შევისყიდი ჩემი ძმის ბეჭედს.

_ ხომ შეიძლებოდა ბეჭედი ზღვაში დაკარგულიყო?

_ იცით, თითები ისე ჰქონდა მიცვალებულს… იმ დღეს ზღვა იყო მშვიდი და არ არსებობს, ზღვას მოეხსნა. არ ყოფილა მცდელობა, თორემ თითსაც მოხერხავდა ბეჭედი რომ წაეღო.. იქ, სადაც ადამიანმა ფოტოაპარატი და ბოტასები წაიღო, ბეჭედს ნამდვილად არ დაუტოვებდა. ზუსტად ვიცი რომ წაღებული აქვს.

_ თქვენი აზრით, ძარცვის მიზნით მოხდა მკვლელობა?

_ მეტი სხვა მოტივი არ არსებობს. სისულელეა, რაში აწყობდა გიორგის სიკვდილი?! მეკითხებიან, ძველი ამბები ხომ არ იყოო… რა ძველი ამბები უნდა ყოფილიყო, როცა ადამიანს არც კი იცნობდა?!

გიორგის მტერი არ ჰყოლია. ჩემი გაზრდილია, ექვსი წლით ვარ უფროსი. ერთი პროფესია გვაკავშირებს. ჩემი მეგობრები გიორგის მეგობრები არიან. ჩვენ ერთ წრეში ვტრიალებთ. მე ასე ვთვლიდი, რომ გიორგი იყო ჩემი ტყუპისცალი. ძალიან მიჭირს ამის გადატანა. ბოროტი არ ვარ, ჩემს ოჯახს არასდროს უფიქრია ვინმეზე ცუდი, მაგრამ არ მინდა ჩემი ძმის მკვლელმა გაიხაროს. ზუსტად ვიცი მაქსიმალურად დაისჯებიან.

დედამისი დარბის ადვოკატებთან, მაგრამ ვერ პოულობენ. ხუთი ადვოკატიც რომ აიყვანონ, მაინც არაფერი უშველის. რამ უნდა შეუმსუბუქდეს – ადამიანი აწამა. მე მინდა, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ის საზოგადოებისთვის საშიშია, შეიძლება გამოვიდეს და სხვაც ჩააგდოს იგივე დღეში, ორმაგად გაბოროტებული გამოვა, კიდევ მოკლავს ადამიანს.

სხვა ვერსია არ არსებობს. იმას, როდესაც გიორგიმ უთხრა “შენი დედაც…” გადაეკეტა. რატომ გაიტყუა?! რატომ ენდო გიორგი და რატომ გაჰყვა, ამას ეს ნამდვილად არ ვიცი.

პოლიციიდან ვიცით, რომ როდესაც გიორგის ურეკავდნენ, ის უკვე მოკლული ჰყავდა და ეს გადასული იყო აფხაზეთისკენ. მერე დაშალა მობილური და განმუხურის ხიდის ქვეშ გადმოაგდო.

_ ამბობენ რომ ციხეში მუშაობდა…

_ მუშაობდა თუ არა, არ ვიცი; მაგრამ, ჩვენც გავიგეთ ციხეში ჰყავდათ, პატიმრებს რომ სცემს……

_ მედია საშუალებით ვნახეთ ცობეხიას დედამ აფხაზეთში გაქცეული შვილი უკან რომ დააბრუნა. თქვენი აზრით, რატომ დაბრუნდა ეჭვმიტანილი, როდესაც შეეძლო აფხაზეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ ყოფილიყო?

_ ეს არის დიდი სისულელე. დედამ შეიქმნა ისეთი იმიჯი, რომ ტირის. ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო ეს კადრი. არ ვიცი ვინ გააკეთა. ძალიან გავმწარდი ამაზე. არის კადრი, სადაც ტირის გამწარებული დედაჩემი და მერე გვაჩვენებენ ტირის დედამისი. დედაჩემის ტირილი და იმის დედის ტირილი არ უნდა შეადარო. არაფერი არ ჩაუბარებია დედას, ეს ყველაფერი გააკეთა პოლიციამ. სამართლდამცავებმა ორ დღეში გახსნეს საქმე და ამისთვის დიდი მადლობა მათ.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი პროექტზე მუშაობდა. რას აპირებთ ამ პროექტთან დაკავშირებით?

_ ჩემი ძმა ჩემი მრჩეველი იყო. არც ერთ ნაბიჯს ჩემი ძმის გარეშე არ ვდგამდი. ძალიან გამიჭირდება ჩემი ძმის გარეშე.

რა თქმა უნდა გავაგრძელო მისი დაწყებული საქმე. გიორგის ჰქონდა პროექტი, შევპირდი და აუცილებლად უნდა გავაკეთო. ეს არის 12 ქვეყნის “იავნანას” პროექტი. გიორგის უნდა მივუძღვნა ეს საღამო.. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, სულ რომ მოვკვდე, ეს უნდა გავაკეთო.

რისთვის მოკლა ადამიანი?! რომელი საუკუნეა _ ფოტოაპარატის და ფულის გამო?! ეცემა, მიეგდო, მაგრამ როგორ აწვალა… გიორგის წყალი არ ჰქონდა გადაყლაპული _ როგორც ჩანს, როდესაც წყალში ჩააგდო, ის უკვე მკვდარი იყო. მოკლა ადამიანი და იცით მერე რას ჰყვება?! კისერი ასე მოვუგრიხეო, ტკაცანი რომ გაადინა, მივხვდი, რომ გადავუტეხეო… წყალში რომ ჩავაგდე, მახსოვს, ერთი რომ გაფართხალდაო…. ამას ჰყვება სრული ბედნიერებით…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28 იანვარი, 2026
სამართალი

დავით შარაშიძე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

13:26; 28 იანვარი, 2026
სამართალი

„დავინახე ჩემს მეუღლეს ბევრი ურტყამდა“  _  რას ამბობს პოლიციელის ცოლი დავით შარაშიძესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ

12:33; 28 იანვარი, 2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

09:32; 28 იანვარი, 2026
სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27 იანვარი, 2026

შპს "ბურჯი" შპს "გამამ" იყიდა?!

საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026
საზოგადოება

“იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება”

13:32; 28.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

13:26; 28.01.2026
სამართალი

„დავინახე ჩემს მეუღლეს ბევრი ურტყამდა“  _  რას ამბობს პოლიციელის ცოლი დავით შარაშიძესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ

12:33; 28.01.2026
საზოგადოება

რამდენი დასვენების დღეა მეორე სემესტრში და როდის დასრულდება სასწავლო წელი

10:46; 28.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10:38; 28.01.2026
საზოგადოება

სასკოლო ფორმები, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი _ კიდევ რა იცვლება

10:35; 28.01.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

10:00; 28.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

9:32; 28.01.2026
სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:30; 27.01.2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო