როგორც კოტრიკაძე ამბობს, სამსახურიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო წამოვიდა. მას შემდეგ მის სახელფასო ანგარიშზე დიდი თანხა არ ჩარიცხულა: _ ამ ანგარიშს არ ვიყენებდი ხშირად. ხანდახან, 20-30 ლარით ვავსებდი. სულ ეს იყო. ნოემბრის შემდეგ, ამ ანგარიშზე დიდი თანხა ერთხელაც არ ჩარიცხულა, _ გვითხრა ზურაბ კოტრიკაძემ.
თუმცა, ორი დღის წინ, ბანკომატთან მისულმა აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე მილიარდიანი ჯარიმაა.
_ “კარდაკარზე” ვმუშაობდი, თუმცა, ამისთვის ანგარიში “ლიბერთი ბანკში” გავხსენი. ჩოხატაურში სხვა ბანკი არ არის, ამიტომაც გუშინ “ლიბერთი ბანკის” ბანკომატზე შევამოწმე “საქართველოს ბანკის” ანგარიში და დავალიანება აღმოვაჩინე _ მილიარდს ერთი ლარი აკლია, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას “ქართული ოცნების” წევრი.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის შემოწმებისას, “საქართველოს ბანკის” ბანკომატი ვალს არ აჩვენებს, თუმცა, იგივე პლასტიკური ბარათით, იმავე ანგარიშის შემოწმებისას, სხვა ბანკების ბანკომატებზე მილიარდიანი ვალი ფიქსირდება _ “საქართველოს ბანკში” მითხრეს, ბანკომატის შეცდომა იქნებაო. ამიტომ, “პროკრეტიდ ბანკის” ბანკომატზეც შევამოწმე. ისეთივე ქვითარი მივიღე, როგორიც “ლიბერთი ბანკში”, _ გვითხრა კოტრიკაძემ.
“საქართველოს ბანკი” წარმომადგენლები ზურაბ კოტრიკაძეს ამ დავალიანების მიზეზს ვერ უმარტავენ და ოფისში მისვლას თხოვენ. აღსანიშნავია, რომ კოტრიკაძის ანგარიშზე, მილიარდიანი ჯარიმა ამ დილითაც იყო.