_ ახლობელმა დამირეკა, რატომ გაუშვი საქონელი, აცრაა ჩასატარებელიო. დედაჩემი გაიქცა და საქონელი უკან მოაბრუნა. სოფლის რწმუნებულს ჰკითხა, ვინ გააფრთხილა ოჯახებიო. რწმუნებულმა დაადასტურა, რომ ეს საკითხი მას ევალებოდა, თუმცა, ვერ დააკონკრეტა რატომ არ გააფრთხილეს ჩვენი ოჯახი. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აცრები ნებაყოფლობითია. საინტერესოა, თუ არ მეცოდინებოდა, როგორ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, გამეკეთებინა თუ არა აცრა საქონლისთვის? _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზურაბ კოტრიკაძე.
სოფელ გორაბერეჟოულის რწმუნებულის გია ბერიძის თქმით, კოტრიკაძის ოჯახი იმიტომ არ გააფრთხილეს, რომ სახლში არ იყვნენ:
_ სახლში არ იყვნენ და ამიტომ ვერ გავაფრთხილეთ. ამის გამო ქალბატონო გაბრაზდა და საქონელი გაუშვა.
_ ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც ოჯახმა აცრების შესახებ გაიგო, საქონელი უკან მოაბრუნეს…
_ კი, მაგრამ გვითხრეს, რომ საღამოს მივსულიყავით.
_ ალოგიკურია ბატონო გია… თუ საქონელი მოაბრუნეს, აცრის საშუალება რატომ არ მოგცეს?
_ გაბრაზდნენ, რომ არ გავაფრთხილეთ. ამის მიზეზი კი მათი სახლში არ ყოფნა იყო. მითხრა კიდეც ქალბატონმა, “ქართული ოცნების” წევრი რომ ვარ, იმიტომ არ გამაფრთხილეთო. ეს კი ასე არ არის _ რა შუაშია ძროხა პარტიასთან?!
_ როგორც ჩანს, არის და საქონელს პარტიული სიის მიხედვით იცრება… მით უმეტეს, რომ კოტრიკაძის ბიძის ოჯახიც, რომელიც ასევე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, არ გააფრთხილეთ…
_ როგორ არ გავაფრთხილეთ? უბრალოდ, იმ ოჯახში ძროხა აგვაცრევინეს, ხბო კი არა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბერაძემ და დასძინა, რომ კოტრიკაძეების საქონელს ამ საღამოს აუცილებლად ჩაუტარებენ აცრას.