აზერბაიჯანში 5 წლის ბიჭი წინადაცვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ის ქალაქ მასალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, ექიმის მიმართ, რომელმაც ბავშვის ოჯახის მიწვევით სახლის პირობებში ჩაატარა წინდაცვეთის პროცედურა, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ექიმს გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად. ბავშვის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად კი სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნეს.
წინადაცვეთის [circumcision] ტრადიცია მუსლიმურ ქვეყნებში მამრობითი სქესის ბავშვებში გამოიყენება, თუმცა, მსგავს პროცედურას ზოგჯერ ქალების შემთხვევაშიც მიმართავენ.