ოზურგეთში, ჭანუყვაძეების მაღაზიად ცნობილ მარკეტის წინ, 5 წლის სიდონია აბუსერიძე, სკუტერის სახელურს ჩაჭიდებული, მომლოდინე თვალებით გასცქერის მარკეტის შესასვლელს.
სახელი და გვარი უცებ გვითხრა, თან ახლად შეძენილი ნანატრი „მეგობრის“ შესახებ ინფორმაციაც მოაყოლა:
_ სკუტერი ჩემია, დედიკომ მიყიდა, მაღაზიაში შევიდა და ველოდები. ერთად „ვკატაობთ“, _ გვითხრა პატარა მზეთუნახავმა. აშკარად შეეტყო, უფრო რაზე ფიქრობდა. ვინ იცის, იქნებ, ისიც გაიფიქრა, ასე ნანატრ სკუტერთან ფოტოს გადაღება რატომ შემომთავაზეს, ხომ არ მეცილებიანო.
მალე დედა მაღაზიიდან გამოვიდა და სიდონიასაც „მოეშვა“ – ერთად დადგნენ სკუტერზე და „გაფრინდნენ“ ჭავჭავაძის ქუჩაზე.
[sexy_author_bio]