იტალიაში მიმდინარე სენიორ-ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ტურში ქართველმა მოჭადრაკემ, წარმოშობით სამტრედიელმა სოფიკო ტერელაძემ ფიდეს სახელით მოასპარეზე ტატიანა ბოგუმილი დაამარცხა და 6-იდან 4,5 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მეშვიდე ტურში ქართველი მოჭადრაკის მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელი, მაშა კლინოვა იქნება. მორიგი მეშვიდე ტური 1 ნოემბერს გაიმართება.
,,გურია ნიუსი ” დაუკავშირდა მსოფლიო ჩემპიონატში მოასპარეზე სოფიკო ტერელაძეს და ხვალინდელი დღის მოლოდინებზე გაესაუბრა.
,,ხვალ მარლთაც მნიშვნელოვანი დღეა. წინასწარ არ მიყვარს მოვლენების შეფასება და საუბარი. ვთამაშობ ყველა მომდევნო პარტიას, ისე როგორც პირველს. მაქსიმალურს ვდებ ყველა თამაშში. მაქვს საბრძოლო განწყობა, რადგან ხვალ მყავს მოწინააღმდეგე, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. დღეს ცოტას დავისვენებ, ხვალისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადო”,_ გვითხრა სოფიკო ტერელაძემ.
ავტორი