13 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის სიახლოვეს, ძნელად მისადგომ ტყეში ნაქურდალი ძროხების ფერმა აღმოაჩინეს, სადაც უკვე ათეულობით მოქალაქემ ამოიცნო საკუთარი პირუტყვი. ახლა ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები იცავენ აღნიშნულ ფერმას, სადაც დღემდე ერთი ოჯახის წევრები საქმიანობდნენ თურმე.
გურიის სამხარეო პოლიციის უფროსმა გურამ ჩანტლაძემ “გურია ნიუსს” დაუდასტურა, რომ ქურდი დაკავებულია.
_ეს პიროვნება ზესტაფონის პოლიციამ დააკავა, არის ქურდობის უამრავი ფაქტი, როგორც იმერეთის, ისე სამეგრელოს მხრიდან. არაერთმა ადამიანმა ამოიცნი თავისი საქონელი. სუფსაში ჩვენ აღმოვაჩინეთ აღნიშნული ფერმა, ისე კი ერთობლივი მუშაობით მოხდა ეს ყველაფერი, _ დაგვიდასტურა მან და განმარტა, რომ მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.