„ცესკო-ს ვებგვერდზე ონლაინ ოპერატორის სერვისი მოქმედებს. ეს სერვისი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ამომრჩევლის უშუალო და პირდაპირ კომუნიკაციიას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ონლაინ ოპერატორის სერვისი პოლიტიკური დისკუსიებისთვის განკუთვნილი ასპარეზი არ არის და ოპერატორებს მომხმარებლებთან პოლემიკა ეკრძალებათ. აგრეთვე განვმარტავთ, რომ თუ რომელიმე მომხმარებელი არ გაიზიარებს აღნიშნულ წესებს, მისი წვდომა ცესკო-ს რესურსებზე შეიზღუდება (დაიბლოკება IP მისამართი),” _ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.