_ ეს არის მოსახლეობასთან შეხვედრა, დანარჩენს ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება, _ გვითხრა ნათია ბანძელაძემ.
სოფელ შუხუთში ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან, აქ უკვე მოვიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრა შუხუთის საჯარო სკოლის ეზოში იმართება.
ასევე, სკოლასთან ახლოს, დადიან ჩვენთვის უცნობი მამაკაცები და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუ რამე წერილი აქვთ პრეზიდენტთან მათ უნდა ჩააბარონ.
მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელ შეხვედრებზე, რომელიც ხშირად იმართება საარჩევნო წელს, ჟურნალისტებს არ უშვებენ. მსგავსი შეხვედრა ქვეყნის პირველმა პირმა, რამდენიმე კვირის წინ სოფელ ბახვში გამართა, რომელსაც “გურია ნიუსის” ჟურნალისტები, როგორც ამომრჩეველი ისე დაასწრეს.