პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს, გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს და თავის მეუღლეს, სანდრა რულოვსს.
_ მადლობა რამაზს, გურიის გუბერნატორს და სანდრას, ისინი ჩემთან ერთად დადიან შეხვედრებზე. ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს ლანჩხუთში და გურიაში. მე, ლანჩხუთელი მყავს ბებია, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მანვე განაცხადა, რომ ხვალ ბახმაროში დოღს დაესწრება.