_ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მძიმე მდგომარეობაშია 63 წლის ქალბატონი, რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში. ასევე შემოყვანილია მცირეწლოვანი და-ძმა, ერთ-ერთს აქვს თავის ტრავმა, თუმცა მოყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ლანჩხუთში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შემდეგ, მძიმე ავარია მოხდა _ ქუთაისელი სამართალდამცავები, რომელიც პრეზიდენტის სტუმრობას ემსახურებოდნენ, ქუთაისში ბრუნდებოდნენ. გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ერთმანეთს შეეჯახა პოლიციელთა და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ავტომანქანები.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდნენ აზერბაიჯანელები, მათ შორის ქალბატონი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.