როგორც გვითხრეს, სოფელში უკვე დაიწყეს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მობილიზება, როგორც ჩოხატაურის სხვადასხვა სოფლებიდან, ასევე გურიის დანარჩენი მუნიციპალიტეტების სოფლებიდან.
აღსანიშნავია, რომ ორივე სოფელი ოპოზიციური განწყობით გამოირჩევა _ გასულ არჩევნებზე ხელისუფლებამ ყველაზე დაბალი რაოდენობის ხმები სწორედ ამ სოფლებში მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით შეირჩა ეს სოფლები.
უცნობია, როდის მივა პრეზიდენტი ამ სოფლებში _ მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია ბანძელაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჩვენი წყარო კი ამბობს, რომ სააკაშვილი ჩოხატაურის სოფლებში ვიზიტს 2 საათის შემდეგ დაიწყებს.