“არ უნდოდათ, რომ მოსახლეობა სოფლებიდან ჩამოსულიყო და მუნიციპალიტეტიდან სატრანსპორტო გადაადგილებისას შეზღუდვები იყო. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც მოდის და როგორც დანარჩენ აქციაზე, აქაც მთავარი სათქმელი იგივეა, _ მალე გავიმარჯვებთ!
ყველა რეგიონი ერთ აზრზეა და ხალხს ამის ჯერა. თბილისის აქციის შემდეგ ითქვა, რომ ბევრი იმიტომ მოვიდა, თბილისში ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ცხოვრობსო, მაგრამ ასე არ არის _ ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთაში, გორში, ბათუმში, სადაც აქციები ჩატარდა, ყველგან ბევრი ადამიანი მოვიდა, იმიტომ რომ ხალხს სჯერა ჩვენი, ” _ განაცხადა სოზარ სუბარმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
მისივე თქმით, შემდეგ აქციები მარნეულში, ახალციხესა და რაჭაში გაიმართება.