ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სატელევიზიო დებატებში ძირითადი პოლიტიკური ძალების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებსა და საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს იწვევს,“_ ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ თითოეული პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამას, ასევე უშუალოდ სიის პირველი ნომრისგან მოისმინონ, თუ როგორ გეგმავენ ისინი თავიანთი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვას. შესაბამისად, ჩვენი ორივე პოლიტიკური ლიდერი – ბატონი ვანო მერაბიშვილი და ბატონი დავით ბაქრაძე მზად არიან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, დადებითად გამოეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინადადებას,“ – აცხადებენ მმართველ პარტიაში.