“გურია ნიუსი” ერთხელ უკვე წერდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გურიის სამხარეო სამმართველოში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში განყოფილებების შექმნის შესახებ, სადაც ახალი კადრები ბოლო ერთი თვის წინ დაამატეს.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება კუდ-ის გურიის სამხარეო სამმართველოში კიდევ ორი ახალი კადრის დანიშვნის შესახებ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მკვიდრი დავით ცხომელიძე, რომელიც ბოლო წლებია, აჭარა-გურიის სააღმსრულებლო ბიუროს აღმასრულებელი იყო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხოვრები ლაშა სალუქვაძე, რომელიც ბოლო წლებია პოლიციაში მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, კუდ-ის თანამშრომლები გახდნენ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა დავით ცხომელიძეს, რომელმაც კომენტარზე უარი იმ მიზეზით გვითხრა, რომ არ შეიძლება პასუხი გაგვცეს: _ ძალიან გთხოვთ, დიდი ბოდიშს გიხდით, არ შემიძლია გიპასუხოთ, პრესსამსახურს უნდა მიმართოთ, _ გვითხრა ცხომელიძემ.
“ძალიან გთხოვთ, პრესსამსახურს მიმართეთ”, _ მსგავსი პასუხი გაგვცა ყოფილმა პოლიციელმა ლაშა სალუქვაძემ.






























































