2 კილომეტრიან მასობრივ გარბენში, 18 წლამდე ბავშვებს შორის პირველი აღმოჩნდა კლუბ “არწივების” მორაგბე ოთარ მჟავია, რომელიც “გურია ნიუსის” კორესპოდენტის, ჟანა მეგრელიშვილის შვილია. ქალებს შორის კი პირველობა მარინა კოტრიკაძემ არავის დაუთმო, რომელიც ტელეკომპანია “გურიის” ჟურნალისტის, ნათია მუქერიას დედაა. ასე რომ, ჟურნალისტის დედამ და ჟურნალიტის შვილმა პირველობა არავის დაუთმო. ქალბატონი მარინა პირველი ადგილის მფლობელი ქალებს შორის გახდა.
ერთ-ერთი ორგანიზატორის ზვიად უნგიაძის თქმით, ძალიან გასახარია, რომ შეჯიბრებაში კლუბ “არწივების” მორაგბეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს:
_ სხვადასხვა ასაკში მიდიოდა შეჯიბრი, აქედან გამომდინარე, რამდენიმე პირველი ადგილის მფლობელი გვყავდა. პირველი ადგილი ოთარ მჟავიამ აიღო, მეორე კი გიორგი ღლონტმა დაიკავა. 18 წელს ზევით კი პირველობა არავის დაუთმო ნიკა კარტავცევმა. ქალებს შორის კი გამარჯვებული მარინა კოტრიკაძე არის. ძალიან კარგი შეჯიბრი იყო და იმედია, ასეთი სპორტული ღონისძიებები ხშირად ჩატარდება, _ გვითხა ზვიად უნგიაძემ.
საპრიზო ფონდი 2400 ლარი _ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებზე გადანაწილდა, დაჯილდოვების ცერემონიაზე, სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს სიგელები და დიპლომები გადაეცათ.