სიკო დოლიძის ქუჩაზე გაუვალი მდგომარეობა შექმნა, ხოლო ბილიხოძისა და მიქატაძის ოჯახებში ღვარცოფი შეიჭრა და ორივეგან პირველი სართული წყლით აივსო. როგორც ბილიხოძის ოჯახში გვითხრეს, აქ დილააადრიან ასეთი მდგომარეობა იყო და ყოველ წელს ასე ხდება. მარინა სუნგულიამ “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ შარშან ამ ქუჩაზე გამავალი არხის გაკეთება დაიწყეს, თუმცა მხოლოდ გათხარეს და მერე მეორე მხარე ქვიშით ამოავსეს. ამას კი მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა და ფაქტი სახეზეა.
_აგერ ნახეთ, წვიმაა თუ წარღვნა? გადაუღებლად რომ იწვიმოს, ორ დღეში, ალბათ, დავიხრჩობით, _ ამბობენ აქაურები.
ქალაქში არაერთგან არის მსგავსი და უარესი სიტუაცია. ხოლო ფეისბუკის გვერდიდან, ერთი ოზურგეთელი მეგობრის მიერ გადაღებული ფოტო, მისივე ნებართვით ავიღეთ. ამ ფოტოზე ჩანს თუ როგორი სამოსი აცვიათ ოზურგეთის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს, წყლის გადატუმბვის დროს.