როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, თეალავის რაიონის “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ვასილ დავითაშვილს წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება არც ასეთ სიტუაციაში დავიწყებია…
ბადრი წელაური: “როდესაც ეს ბიჭები გაუჩინარდნენ, სოფლიდან 100 კაცი წავედით საძებნელად, მდინარესთან აღმოვაჩინეთ ნაკვალევი, რის შემდეგაც დავუკავშირდით მესაზღვრეებს, მათ გამოიძახეს კინოლოგიური სამსახური, მოვიდნენ ორი ძაღლით, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს.
_ ჩვენ მივედით მესაზღვრეებთან და ვეუბნებოდით, რომ ამ ხეობაში არიან გაზრდილები და არ არსებობს მათი დაკარგვა და ვეუბნებოდით, რომ გატაცებულები იყვნენ. მესაზღვრეებმა არაფერი იცოდნენ და გვეუბნებოდნენ, რაზე დაყრდნობით ვკითხულობდით ამას. სოფელში დავბრუნდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, ჯგუფებად დავყოფილიყავით და გავაგრძელეთ ძებნა. სასაზღვრო პოსტის მთავარი შტაბის ზემოთ, ჩვენმა თანასოფლელებმა მიაგნეს უცნობ შეიაღარებულ პირებს, სამნი იყვნენ და მათ ზურგიდან ვხედავდით, სამხედრო ფორმა ეცვათ. ამ თანასოფლელებს მათვის ხმა არ გაუციათ და უკან გამობრუდნენ, ჩამოვიდნენ სასაზღვრო პუნქტში და იქ ყველაფერი თქვეს, ამის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის მეთაურმა წაიყვანა 7-8 კაცი, თავისი თანამშრომლები და არ გაუყოლებიათ სოფლის არცერთი მკვიდრი და წავიდნენ იმ მიმართულებით. დაახლოებით, 30 წუთში გადმორეკა, ყველაფერი კარგად არისო და ბიჭები გავათავისუფლეთო. ეს ბიჭები, ჰაილუქსის ჯიპებით ჩამოატარეს, ერთ-ერთი გატაცებული ამ ხუთი ბიჭიდან, ლერი ხუცურაული იჯდა თელავის მაჟორიტარის ვასილ დავითაშვილის მანქანაში და დანარჩენი ბიჭები სხვადასხვა მანქანებით ჩამოყავდათ ცალ-ცალკე.
ბადრი წელაურის განცხადებით, როდესაც სასაზღვრო პუნქტში ვასილ დავითაშვილმა აიტანა “ნაციონალური მოძრაობის” მაისურები და კეტები, დაურიგა იქ მყოფ მესაზღვრეებს და სოფლის მოსახლეობას, არცერთ მათგანს ეს მაისურები და კეტები არ ჩაუცვამთ და იქვე მიუგდიათ.
ამ სოფლის მკვიდრი თამაზ თანდილაშვილი ამბობს, რომ საქეიფოდ წავიდა ექვსი ბიჭი, გაუთავდათ სიგარეტი და ორი წამოვიდა სიგარეტის საყიდლად სოფელში, მძღოლმა კი, ათხოვა მანქანა, თვითონ კი დარჩა ბიჭებთან. რომ აღარ გამოჩნდა ის ორი ბიჭი, მძღოლი ფეხით წამოვიდა, რადგან სოფელში ჰქონდა საქმე და გზაში იპოვა თავისი მანქანა მიტოვებული, სადაც იდო ამ ბიჭების მობილურები და სიგარეტი. ამ ორი ბიჭის აყვანა მოხდა ცალკე და დანარჩენი სამის კი _ ცალკე.
“გურია ნიუსი” ჯერჯერობით ვერ ახერხებს ვასილ დავითაშვილთან დაკავშირებას. შევეცდებით, მისი კომენტარი მოგვიანებით შემოგთავაზოთ.