მათგან, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გუთურელები გზას ასახელებდნენ, ხელისუფლებას ძველ დაპირებებს ახსენებდნენ და მის შესრულებას სთხოვდნენ.
სტატიის გამოსვლიდან მეორე დღეს, გუთურში გზის შეკეთების სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” სოფლიდან აცნობეს.
_ როგორც იქნა, გვეღირსა. იმდენი წელია, ამ გზის შეკეთებას ვითხოვთ, რომ იმედი აღარც გვქონდა. ავტომანქანით კი არა, ფეხით გავლა იყო შეუძლებელი, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას გუთურელებმა.
როგორც გავარკვიეთ, სამუშაოებს ჩოხატაურის საგზაო სამმართველო აწარმოებს. გვითხრეს, რომ გზას ჩოხატაურის ასფალტის ქარხანაში წარმოებული პროდუქციით აგებენ. მუშების თქმით, გზის სრული რეაბილიტაცია ამ კვირაში უნდა დასრულდეს.