„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ოჯახებს.
სოლომონ წიკლაური, არჩილ ჩოხელი და კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას შეეწირნენ. თითოეული ჩვენგანის ვალია სათანადო პატივი მივაგოთ დაღუპული სამართალდამცავების ხსოვნას.
ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწვეტილება, პირველ სექტემბერს დაგეგმილი წინასაარჩევნო ყრილობა ერთი კვირით გადადოს. ამდენად, ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, ნაცვლად პირველი სექტემბრისა 8 სექტემბერს გაიმართება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახებს.“ _ განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ოზურგეთშიც იგეგმებოდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უნდა დასწრებოდა და ამ დროს უნდა მომხდარიყო მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა. სავარაუდოდ, ეს კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ირმა ნადირაშვილმა, ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს განცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ოზურეგთში გადაიდო.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, 8 სექტემბერს, ოზურგეთში, ქართველი რეპერის ბერა ივანიშვილის კონცერტი არის დაგეგმილი, რომელიც 29 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო.