_ წყლის ძველი, ავარიული მილები უკვე გამოიცვალა მარჯანიშვილის, კვირკველიას, ბესიკის ქუჩებზე. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის ქუჩაზე.
სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს. სამუშაოთა მწარმოებელმა ბესარიონ სადაღაშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ეტაპობრივად იგეგმება წყლის ძველი სისტემის შეცვლა ახლით.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალი ლანჩხუთის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუზღუდავად მიეწოდება.