როგორც „გურია ნიუსს“ „ქართული ოცნების”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ თხილაიშვილმა განუცხადა, სწორედ ამ წუთებში ადგენენ მიყენებულ ზარალს. მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია კონკრეტული პიროვნება, რომელიც ფსიქიურად დაავადებულია და ამის შესახებ ქობულეთში ყველამ იცის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ანზორ თხილაიშვილს მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლების მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაციაა და მათ სპეციალურად ჩაადენინეს ეს საქმე ისეთ ადამიანს, რომელსაც პასუხს ვერავინ მოთხოვდა.
„ქვების სროლა, ისე როგორც თიკერში და ოფისების დამტვრევა-დამსხვრევა ხელისუფლების სტილია, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება ეს ყველაფერი“, _ განაცხადა მან.