თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, თედო კობახიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ბექა ჯიქიძე გუშინ, მაქსიმუმ 19:00 საათიდან უკანონო პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
წუხელ საღამოს ამ მოთხოვნით, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქცია მოეწყო. დღეს, სასწრაფოდ დანიშნეს სასამართლო პროცესი.
თედო კობახიძის თქმით, სასამართლოზე ჯიქიძის ადვოკატებისა და პროკურორის გარდა, ყველა სხვა დანარჩენი, დაახლოებით 15 კაცი, ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლები არიან.
„მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, რათა ზემოქმედებე მოახდინონ მოსამართლე გიორგი გოგინაშვილზე, რომელმაც ზუსტად იცის, რომ მას ახლა წინ უკანონო პატიმარი უზის. ვაიდა, მოხდეს ისე, რომ მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანოს, სწორედ ამიტომ დაუსვეს მას პოლიციელები, რომ ახსოვდეს, რაც უნდა გააკეთოს“, _ აცხადებს თედო კობახიძე „გურია ნიუსთან“.