#62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, თემურ კუტუბიძე, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ 1 სექტემბრიდან დღემდე, სიაში არ ყოფნის გამო, საოლქოში 7 განცხადებაა შესული. კუტუბიძე არ გამორიცხავს, რომ ეს მაჩვენებელი 15 სექტემბრამდე საგრძნობლად გაიზარდოს და დასძენს, რომ ეს მისი ბრალი არ არის. მისივე განმარტებით, ყველა ის პირი, რომელიც საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებს განცხადებით მიმართავს, სიაში აუცილებლად იქნება შეყვანილი.