ფოტო, ამ წარწერით და კომენტარით _ “ჩემი პასუხი, აბა, აბა, მართლა” _ “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატის, მანანა ჯინჭარაძის ფეისბუქის გვერდზე 15 წუთის წინ, თავად ჯინჭარაძემ გაიზიარა. არადა, კანდიდატმა ცოტა ხნის წინ ჩვენთან სასაუბროდ მხოლოდ იმის გამო ვერ მოიცალა, რომ საქმეები ჰქონდა.
ჩვენი მცდელობა, გაგვეგო, ვინ მიაჩნია იდიოტებად მანანა ჯინჭარაძეს, უშედეგო აღმოჩნდა _ მმართველი პარტიის კანდიდატმა, რომელსაც, მისივე თქმით, საკუთარი სარეკლამო ბანერის ამბავსაც არ ეკითხებიან, ამჯერად ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.