ვორონცოვის ყველა შემოსასვლელი გადაკეტილია და პოლიცია აკონტროლებს. ყველა შემსვლელს დეტექტორით ამოწმებენ. აქვეა გოგა ხაჩიძეც, რომელსაც “გურია ნიუსმა” დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კომენტარი თხოვა.
_ ბატონო გოგა, რა მისიით ხართ აქ, ახალი სიმღერა ხომ არ დაგიწერიათ “ნაცმოძრაობისთვის”?
_ ისევე როგორც ყველა, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ამ მოედნის რეკოსტრუქცია დამთავრდა, მოსახლეობასთან შეხვედრა გვაქვს და ამას აღვნიშნავთ.
_ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს?
_ ხალხი არის ადექვატური. სხვათაშორის, ჩვენ გეგმები და მიზნები გვაქვს და ამას ხალხი პირველ ოქტომბერს შეაფასებს.
ვორონცოვის მოედნის რეკოსტრუქციას აღნიშნავენ ქართველი მომღერლებიც, რომლებიც ახლა სცენას იკავებენ.