როგორც პარტია “ქართული ოცნების” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე ამბობს, ივანიშვილის ჩამოსვლის საბოლოო თარიღზე შეთანხმება ჯერ არ მომხდარა. თავდაპირველად იგეგმებოდა ოპოზიციის ლიდერის ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, ჯიხეთის დედათა მონასტერში ჩამოსვლა.
ამ დღესასწაულზე ჯიხეთში თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოდან იკრიბებიან მომლოცველები და კოალიციის შტაბში მიიჩნევდნენ, რომ ეს ყველაზე შესაფერისი მომენტი იქნებოდა ივანიშვილის სტუმრობისთვის. რატომ შეიცვალა ეს გეგმა, ჩვენთვის უცნობია.
სოსო ბოლქვაძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოსვლის თარიღთან დაკავშირებული დეტალების საბოლოო შეთანხმება. გარდა ამისა, ადგილობრივმა შტაბმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით უნდა მიმართოს შეხვედრის ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით.