შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.
ურეკში მყოფი ერთ-ერთი მაშველი “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად მათი გაფრთხილებისა, დამსვენებლები მაინც ჩადიან შტორმის დროს ზღვაში.
შსს ინფორმაციით, დღეს ყველა სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო.