დაცვის თანამშრომლის განცხადებით, კარები ყოველთვის ჩარაზულია და როდესაც ვინმე მოვა, მხოლოდ მაშინ იღება. მისივე განცხადებით, ეს კერძო საკუთრებაა და ამის გამო კონტროლდება.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, _ ასე იქნება ყოველთვის? დაცვის პოლიციამ გაგვიცხადა, რომ, ყოველთვის ასე იყო.
60/56 საარჩევნო უბანზე კომისიის 13წევრიდან, მხოლოდ ერთი წევრი, ია რამიშვილი დაგვხვდა, მალევე მოვიდა მდივანი ქეთო დემანია. როგორც მათ გვითხრა, უბნის სხვა წევრები საქმეზე იყვნენ გასულები.
"გურია ნიუსი" მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა, ოფიციალური პასუხი მათგან ჯერ არ მიგვიღია.
მათ განმარტებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.