რამდენიმე წუთის წინ, “გურია ნიუსის” ოფისის წინ, შენიშვნაზე, რომ სახალხოდ გინება უზრდელობაა, ვინმე კახა სიხარულიძის პასუხი ასეთი იყო:
_ გინება არ გაგიგიათ?! ყ—ზე მკიდია!…
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრს, დიმიტრი კორიფაძეს, როგორც ყოველთვის, საკუთარი კარიერის მეტის არაფრის სჯერა და ახლაც გვიპასუხა, რომ “მისი გუნდის წევრების მიერ ასეთი ტერმინოლოგიით საუბარს ვერ დაიჯერებს”. თუმცა, მას შემდეგ, რაც კორიფაძეს აღნიშნული გინების ჩანაწერის არსებობა შევახსენეთ, “ჩვენება” შეიცვალა:
_ ბიჭებმა იციან ხოლმე გინება. თუმცა, გეთანხმებით, რომ ცუდი საქციელია და აუცილებლად დაველაპარაკები, _ გვითხრა კორიფაძემ.