(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გასული კვირის პარასკევს გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის თქმით, შეხვედრა უკვე მეორედ ტარდება, ყოველ თვეში მოეწყობა და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს. მეორე შეხვედრის თემა საარჩევნო საზღვრები იყო. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებული უნდა იყოს და საზღვრების შესახებ ინფორმაცია არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე უნდა მიეწოდოს ამომრჩეველს. ზვიად თენიეშვილის თქმით, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, პრობლემები შესაძლებლობის ფარგლებში გადაჭრან და თუ ეს საოლქოში ვერ მოხერხდება, მაშინ ზემდგომს (ცეესკოს) დაუკავშირდებიან.
_ 2006 წელთან შედარებით ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა საზღვრებთან დაკავშირებით და შემდგომშიც ვაპირებთ, მოსახლეობა უფრო ინფორმირებული გავხადოთ, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბარში ზვიად თენიეშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved